მგზავრებისთვის

მოგზაურობა ჩვილებთან

მშობელს ან ნებისმიერ 18 წელზე უფროსი ასაკის პირს შეუძლია წაიყვანოს ჩვილი სამოგზაუროდ, იმ პირობით, რომ ჩვილი მითითებულის მგზავრობის ჯავშანში და გაფორმებულია ბილეთი. 

არასრულწლოვნები თანმხლების გარეშე

არასრულწლოვნი თანმხლების გარეშე არის 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც არ ახლავს იმავე რეისზე 18 წლის და უფროსი ასაკის მგზავრი ან მშობელი.

5 წლამდე ასაკის ბავშვებს ეკრძალებათ ფრენა ზრდასრული ადამიანის გარეშე. თანმხლების გარეშე არასრულწლოვნები მიიღებენ მხოლოდ თბილისის ავიახაზების პირდაპირ ფრენებზე და მათ უნდა ახლდეს მშობელი ან პასუხისმგებელი ზრდასრული ბავშვის თვითმფრინავში ასვლამდე. მშობელი, მეურვე ან სხვა პასუხისმგებელი ზრდასრული უნდა დარჩეს გამგზავრების კარიბჭესთან, სანამ თვითმფრინავი არ გაფრინდება აეროპორტიდან. არასრულწლოვან ბავშვს დანიშნულების აეროპორტში ჩამოსვლის კარიბჭესთან უნდა დახვდეს სხვა მშობელი, მეურვე ან პასუხისმგებელი ზრდასრული. თბილისის ეარვეისის ყველა რეისზე თანმხლების გარეშე  არასრულწლოვანთათვის ფასდება მომსახურების საფასური 55 ევრო ფრენის თითოეულ სეგმენტზე. 

ორსულობის დროს მოგზაურობა

თქვენ შეგიძლიათ ფრენა ორსულობის 28 კვირამდე. ორსულობის 28 კვირის შემდეგ, ავიაკომპანიას სჭირდება სამედიცინო ცნობა გამგზავრებიდან 10 დღის განმავლობაში და რომ თქვენ არ გემუქრებათ გართულებები