ჩვენს შესახებ
„თბილისი ეარვეისი“ ახალი ქართული ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი მიზანია ახალი ბაზრების ათვისება და ინოვაციური კავშირების დამყარება ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის.
„თბილისის ეარვეისი“ დაარსდა 2021 წლის მარტში და შეიძინა B737-300 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც გავლილი აქვს მთელი რიგი ტექნიკური შემოწმება და პროცედურები საჭირო სერტიფიკატების მისაღებად.
ჩვენი ICAO კოდი არის TBC და IATA კოდი არის TD / 373, თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერი: 4L-TBA. ავიაკომპანიამ უკვე მოიპოვა CofA, AOC, OL & TCO სერთიფიკატები.
Tbilisi Airways-ის თვითმფრინავებს მართავენ დიდ გამოცდილებისა და მაღალკვალიფიციური მფრინავები.
ჩვენი ეკიპაჟის წევრები გადიან საწყის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, ასევე ექვსთვიან განმეორებით ტრენინგს ბოინგის ობიექტებში.
2022 წლის აგვისტოდან ვასრულებთ რეგულარული ჩარტერულ რეისებს როგორიცაა თბილისი-ერევანი, თბილისი-ბერლინი, თბილისი-თელავივი და ასევე 2022 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ რეგულარული ჩარტერული ფრენების შესრულება სააგენტო გაყიდვებით თბილისი-თელავივი-თბილისის მარშრუტზე.
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი გუნდი დიდი გეგმებით. „თბილისი ეარვეისი“ ელოდება უახლოეს მომავალში საავიაციო ფლოტის შევსებას შემდეგი თვითმფრინავებით, როგორიცაა B737 სამგზავრო, 2 თვითმფრინავი B737 სატვირთო.
Tbilisi Airways-ის სტრატეგიაა მომხმარებელს შესთავაზოს მოსახერხებელი ფასები, განრიგის სიზუსტე და პროფესიონალური მომსახურება. ჩვენი მისიაა საქართველო და რეგიონი უფრო მეტად დავაკავშიროთ მსოფლიოსთან, გავხსნათ ახალი სივრცეები და შესაძლებლობები მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
Tbilisi Airways ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის ახალ პარტნიორებთან ერთად წინსვლისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ ჰორიზონტი არ არის ლიმიტი!